"ლივერპულის" სენეგალელმა ფეხბურთელმა სადიო მანემ გუნდიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა.
რა თქმა უნდა, მისი შეძენით ბევრი გუნდი ინტერესდება, მათ შორის "პსჟ" და მიუნხენის "ბაიერნიც."
ცნობილია მანეს პოზიციაც - მას მხოლოდ "ბაიერნში" თამაში სურს და მერსესაიდული კლუბიდან წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო.
ახლა კი ჯერი კლუბზეა, "ბაიერნი" და "ლივერპული" სატრანსფერო თანხაზე უნდა შეთანხმდნენ და ტრნსფერი დაიხურება.