მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ ლოთარ მათეუსმა რეკორდმაისტერის სატრანსფერო გეგმები განიხილა.
მოგეხსენებათ, იულიან ნაგელსმანი აქტიურადაა დაინტერესებული რომელუ ლუკაკუსა და სადიო მანეს შეძენით.
"ლუკაკუც და მანეც ბაიერნისთვის იდეალური შენაძენები იქნებიან, ისინი თავიანთ პოზიციაზე გამორჩეულები არიან.
თუმცა არის ერთი პრობლემა - ორივე 30 წელს გადაცილებულია და რამდენიმე წელში ბაიერნს მათი გაყიდვა გაუჭირდება.
ისე კი, ისინი შემდეგ სეზონებში ბაიერნში ტოპ მატჩებს ჩაატარებდნენ", - განაცხადა მათეუსმა.