რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის “ბაიერნის” შემტევმა სერჟ გნაბრიმ ახალ კონტრაქტზე უარი თქვა.
რა თქმა უნდა, მის მიმართ ინტერესს უკვე რამდენიმე გუნდი იჩენს.
თუმცა გერმანული პრესის ინფორმაციით, გნაბრი გადაწყვეტილებას იცვლის, ის “ბაიერნში” ნაგელსმანთან ერთად თავს კომფორტულად გრძნობს და წასვლა არ უნდა.
ახლა კი ჯერი კლუბზეა, “ბაიერნმა” მას კონტრაქტის კარგი პირობები უნდა შესთავაზოს.