მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელმა ჰერბერტ ჰაინერმა სერჟ გნაბრის მომავალზე კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, გნაბრის მომავალზე ბევრი იწერება, ფეხბურთელის გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
"გნაბრის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ბევრს ვესაუბრებით, თუმცა შეთანხმებას კვლავ ვერ ვაღწევთ.
სიჩქარე საჭირო არ არის, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება", - განაცხადა ჰაინერმა.