მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს.
თუმცა მას რეკორდმაისტერთან ერთი წლით კონტრაქტი კვლავ აკავშირებს და ეს მისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.
აღსანიშნავია, რომ მასსა და კლუბს შორის ბოლოს საუბარი სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ შედგა, იმის შემდეგ ტრანსფერზე საუბარი არ ყოფილა.
ლევანდვსკი ამჟამად პოლონეთის ნაკრებთან ერთადაა, სანაკრებო მატჩებზეა გადართული და "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან საუბარს მინიმუმ 14 ივნისამდე არ აპირებს.