ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ძირითად შემადგენლობაში იყო მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი შემტევი თომაშ მიულერი.
აღსანიშნავია, რომ მიულერმა ნაკრების მაისურით 113-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ფილიპ ლამს გაუთანაბრდა.
ამ კომპონენტში რეკორდსმენი ლოთარ მათეუსია, რომელსაც 150 მატჩი აქვს ჩატარებული.
ლოთარ მათეუსი - 150 მატჩი
მიროსლავ კლოზე - 137 მატჩი
ლუკაშ პოდოლსკი - 130 მატჩი
ბასტიან შვაინშტაიგერი - 121 მატჩი
ფილიპ ლამი - 113 მატჩი
თომაშ მიულერი - 113 მატჩი
მანუელ ნოიერი - 109 მატჩი