მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის “ბაიერნიდან” წასვლა გადაწყვეტილი აქვს.
გუნდიდან წასვლის მიზეზებზე პოლონელი ფეხბურთელი თავად საუბრობს.
“რატომ მივდივარ? ცხოვრებაში მსურს ახალი გამოწვევები და ახალი ემოციები მივიღო.
ვატყობ, რომ ჩემში რაღაც მოკვდა და წასვლის დროა და როცა პროფესიონალი ხარ, ამას დროულად უნდა მიხვდე”, - ამბობს ლევანდოვსკი.