მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდა იული ჰიონესი რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე საუბრობს.
მოგეხსენებათ, პოლონელ ფეხბურთელს გუნდის დატოვება და “ბარსელონაში” გადასვლა სურს.
“მას თავისი გზა აქვს და ვერაფერს გავაწყობთ. მთავარია, როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს შემთხვევაში.
მალე გაირკვევა, ის ამ ზაფხულს დატოვებს გუნდს, თუ შემდეგ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მალე მოვნახავთ მის შემცვლელს”, - განაცხადა ჰიონესმა.