22 წლის მცველი ნიკო შლოტერბეკი “ფრაიბურგიდან” კარიერას “დორტმუნდში” გააგრძელებს.
გერმანელი მცველით აქტიურად მიუნხენის “ბაიერნიც” ინტერესდებოდა.
“სხვა კლუბები უკეთეს პირობებს მთავაზობდნენ, მაგრად ჩემთვის მთავარი ფული არ არის და ამ გუნდებზე საუბარი არ მსურს.
22 წლის ვარ და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე - ჩემთვის მთავარი კარგი თამაში და დორტმუნდთან ერთად ტიტულების მოგებაა”, - განაცხადა შლოტერბეკმა.