კალიჟიჩის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნმა" "შტუტგარდის" კიდევ ერთ ფეხბურთელს დაადგა თვალი.
რეკორდმაისტერი 24 წლის მარცხენა მცველის, ბორნა სოსას შეძენით ინტერესდება, რომელსაც საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა.
ცნობილია ისიც, რომ "ბაიერნს" ამ ტრანსფერში "დორტმუნდი" ეცილება. ბორუსიელები სოსასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
"შტუტგარდი" კი ამ ზაფხულს ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონის აღებას აპირებს