ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ძირითად შემადგენლობაში იყო მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯამალ მუსაილა.
მუსაილამ ნაკრების მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და ისტორიული რეკორდიც დაამყარა.
19 წლის მუსაილა გიოტცესთან ერთად პირველი ფეხბურთელია, ვინც 20 წელს ქვემოთაა და ნაკრებში უკვე 14 მატჩი აქვს ჩატარებული.