13 ივნისს, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები თავის მატჩს ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების რიგებში "ბაიერნის" ფეხბურთელი ლუკას ერნანდესი გამოძახებული იყო.
დღეს კი მან შეკრება საპატიო მიზეზით დატოვა - ერნანდესის მეუღლე მეორე შვილს აჩენს.
ერნანდესი ხორვატიის წინააღმდეგ აღარ ითამაშებს და შეკრებას "ბაიერნთან" ერთად დაიწყებს.