დიდია იმის ალბათობა, რომ მომავალი სეზონიდან "ლივერპულის" შემტევი სადიო მანე "ბაიერნში" ვიხილოთ.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი რეკორდმაისტერის ხელმძღვანელმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა გააკეთა.
"რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი შეტევის გაძლიერებაა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.
სატრანსფერო ფანაჯარა იოლი არ იქნება, მიზეზი ფინანსური სიტუაციაა, ამიტომ ახლა სხვა ფეხბურთელებსადა კლუბებზე საუბარი არ მსურს", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.