გადაწყვეტილია, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
საუბარია 25 წლის მარკ როკაზე, რომელიც "ლიდსს" შეუთანხმდა და ტრანსფერი მალე დადასტურდება.
ცნობილია, რომ ინგლისელები როკას სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდიან.
როკა "ბაიერნის" რიგებში 2 წელი გამოდიოდა და ჯამში 15 შეხვედრა ჩაატარა, ისე კი ის "ესპანიოლის" აღზრდილია.