ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა და 5:2 გაანადგურა.
გერმანელთა ძირითად შემადგებლობაში “ბაიერნის” 5 ფეხბურთელი იყო - ნოიერი, ზიულე, კიმიხი, სანე და მიულერი.
მათგან ორმა თავი გამოიჩინა - კიმიხმა და მიულერმა გოლები გაიტანეს.
4 ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრებს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ისინი მხოლოდ უნგრეთს ჩამორჩებიან.