ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" მანესთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია.
ცნობილია, რომ სენეგალელი ფეხბურთელი რეკორდმაისტერთან უახლოეს მომავალში 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეთანხმების დასკვნით ფაზაში არიან "ბაიერნი" და "ლივერპულიც", ამიტომ ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას.
ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას გადაიხდის "ბაიერნი" აფრიკელი ფორვარდის სანაცვლოდ.