გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან სენეგალელი ფეხბურთელი სადიო მანე კარიერას "ბაიერნში' გააგრძელებს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარს "აინტრახტის" მცველი მარტინ ჰინტერეგეერი აკეთებს.
"მანეს ზალცბურგიდან ვიცნობ. ის შეუდარებელი ფეხბურთელია და მისი შეჩერება ურთულესი იქნება.
მეორეს მხრივ, სასიხარულოა, რომ ბუნდესლიგაში ასეთი დონის ფეხბურთელი ითამაშებს", - განაცხადა მარტინმა.