"ბაიერნის" ახალწვეულს სადიო მანეს ჯურნალისტებმა ჰკითხეს, სურს თუ არა მას ლევანდოვსკისთან ერთად თამაში.
მოგეხსენებათ, პოლონელ ფორვარდს "ბაიერნის" დატოვება გადაწყვეტილი აქვს და "ბარსელონაში" თამაში სურს.
"ლევანდოვსკისთან ერთად ყოფნა? არ ვარ ის ფეხბურთელი, ვინც მსგავს თემებს განიხლავს, აქ ბაიერნისთვის მოვედი.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებიან თანაგუნდელები", - განაცხადა მანემ.