გავრცელდა კადრები, სადაც რობერტ ლევანდოვსკი და "ბარსელონას" თავკაცი ხავი ერთმანეთს იბიცაზე შეხვდნენ.
რა თქმა უნდა, შეხვედრა პოლონელის "ბარსელონაში" ტრანსფერს უკავშირდებოდა, რაც ჯერჯერობით არ ხორციელდება.
გერმანული მედიის ცნობით, ხავისა და ლევანდოვსკის შეხვედრის მთავარი მიზანი მათ საფეხბურთო შეხედულებების გაცვლა და სამომავლო გეგმებზე საუბარი იყო, რომელიც ნაყოფიერი გამოდგა.
ახლა კი ყველა "ბაიერნის" ხელმძღვანელობას ელოდება, ისინი ლევანდოვსკის გუნდიდან არ უშვებენ.