მიუნხენის "ბაიერნი" პოლონელი ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის გუნდიდან გაშვებას კვლავ არ აპირებს.
კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი რობერტს 12 ივლისს, გუნდის შეკრებაზე ელოდება.
თუმცა ცნობილია ლევანდოვსკის პოზიციაც - თუ ის "ბაიერნში" დარჩება, ვარჯიშებზე პროტესტის ნიშნად არ მივა.
მოგეხსენებათ, მას გუნდის დატოვება ამ ზაფხულს სურს და "ბარსელონასთან" შეთანხმებას უკვე მიღწეულია.