რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ შესაძლოა პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ "ბაიერნში" გადასულიყო.
თუმცა მიუნხენურ კლუბის ხელმძღვანელობამ ინფორმაცია უარჰყო, ახლა კი სიტუაცია იცვლება.
ცნობილი საფეხბურთო მიმომხილველის ფაბრიციო რომანოს ცნობით, ბაიერნსა და რონალდუს აგენტს შორის ბოლოს კავშირი 7-10 დღის წინ შედგა.
არის იმის ალბათობა, რომ სიტუაცია შეიცვალოს და რონალდუსთან "ბაიერნმა" აქტიური მოლაპარაკებები დაიწყოს. ყველაფერი ლევანდოვსკის ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული.