მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი სერჟ გნაბრი გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი შეძენით რამდენიმე ტოპ კლუბი ინტერესდება.
ერთ-ერთი ასეთი “მანჩესტერ სიტია.” ცნობილია, რომ პეო გვარდიოლამ გნაბრის დასაკვირვებლად მიუნხენში აგენტები რამდენჯერმე გააგზავნა.
ჯერჯერობით, “სიტის” გნაბრის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია, თუმცა აქტიური დაკვირვება გვარდიოლას არ შეუწყვეტია.