მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბაიერნის” ფეხბურთელების მიმართ დიდი მოთხოვნაა.
რეკორდმაისტერმა კი თავის 5 ფეხბურთელს ოფიციალური ფასი დაადო.
რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენელები 50 მილიონ ევროდ აფასებენ, მარსელ ზაბიცერს 15 მილიონად.
ომარ რიჩარდსის ფასი 10-12 მილიონია, სერჟ გნაბრის კი 40 მილიონი.
რაც შეეხება მოთხოვნად ფეხბურთელს ბენჟამინ პავარს, მისი სატეანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა.