ჰოლანდიელი ფეხბურთელის მატიას დე ლიხტის “ბაიერნში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.
მან “ჩელსი” უარით გაისტუმრა და “ბაიერნის” შემოთავაზებად დათანხმდს.
გთავაზობთ 3 მიზეზს, რის გამოც დე ლიხტმა “ბაიერნი” “ჩელსის” ამჯობინა.
პირველი რა თქმა უნდა შემადგენლობაა. “ბაიერნი” ზაფხულში გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო მეტი შანსი აქვს.
დე ლიხტი იდეალურად ჩაჯდება ნაგელსმანის სტილში, რომელიც მცველების შეტევაში ჩართულობას გულისხმობს, რაც დე ლიხტს გამოსდის.
მესამე კი მისი ჰოლანდიელი მეგობრები მაზრაუი და გრავენბერხია, რომლებიც “ბაიერნს” ახლახანს შეუერთდნენ.