მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობას მატიას დე ლიხტის ტრანსფერზე ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია.
გერმანული მედიის ცნობით, ჰასან სალიჰამიჯიჩი ტურინულ გუნდთან მოლაპარაკებების დაწყებას დღეს აპირებს.
სავარაუდო სატრანსფერო თანხა 80 მილიონი ევროა, სავარაუდოდ, ამაზე ტურინელები თანახმა იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსის" დატოვება და "ბაიერნში" გადასვლა თავად დე ლიხტსაც სურს.