ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი ჰარი კეინის "ბაიერნში" შესაძლო გადასვლაზე კომენტარს აკეთებს.
"კეინი ბაიერნში? არ ვიცი, რამდენად აქვს სურვილი კლუბის ხელმძღვანელობას, რომ კეინი დაიმატოს.
თუმცა ის მსოფლიოს ტოპ 5 ფეხბურთელს შორისაა და დიდებული დანამატი იქნებოდა", - განაცხადა მათეუსმა.
ბოლო ინფორმაციით, "ბაიერნს" სატრანსფერო სიაში კეინის გვარი საერთოდ არ აქვს.