ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ სერჟ გნაბრის შეძენით აქტიურად ლონდონის "ჩელსი" ინტერესდება.
თუმცა გნაბრის ამ ტრანსფერზე ბევრი არ უფიქრია, გადაწყვეტილება მალევე მიიღო და "ჩელსი" უარით გაისტუმრა.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ "არსენალში" თამაშისას, გნაბრიმ განაცხადა, რომ სხვა ლონდონურ კლუბში არასდროს გადავიდოდა.
საქმეში "მანჩესტერ სიტიც" ჩაერთო და პეპ გვარდიოლა მზადაა გნაბრისთან მოლაპარაკებები აწარმოოს.