გუშინ, პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნის" ბაზაზე გამოცხადდა და სამედიცინო ტესტიც გაიარა.
დღეს კი ლევანდოვსკიმ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა და როგორც ცნობილია, 6 წუთით დააგვიანა.
არადა, გუშინდელი ტესტის პასუხებით ლევანდოვსკი იდეალურ ფიზიკურ კონდიციებშია.
როგორც ჩანს, პოლონელის პოზიცია უცვლელია - "ბაიერნის" დატოვება და "ბარსელონაში" გადასვლა სურს.