ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიუნხენის “ბაიერნმა” კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატა.
“ჰერტას” 16 წლის ასეკო ნკილი რეკორდმაისტერის რიგებში ითამაშებს და კლუბმა ის ოფიციალურად უკვე წარადგინა.
ნკილი პოზიციით ნახევარმცველია და ის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლება გერმანიაში.
ცნობილია ისიც, რომ მან კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.