დიდი ხანია იწერება, რომ მიუნხენის "ბაიერნის" შემტევს სერჟ გნაბრის გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს.
გნაბრის რამდენიმე მსურველიც ჰყავს, მათ შორის "ჩელსიც", თუმცა მან ლონდონელები უარით გაისტუმრა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და "ბაიერნში" დარჩენა არჩია.
მიზეზი კი მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატია. გნაბრის სურს ამ დიდი ფორუმისთვის კარგად მოემზადოს, გერმანიაში იყოს და "ბაიერნში" დარჩეს.