რამდენიმე მოთამაშის გაშვების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.
გადაწყვეტილია, რომ მალიკ ტილმანი "ბაიერნიდან" კარიერას "რეინჯერსში" გააგრძელებს.
ტილმანი "ბაიერნის" აღზრდილია და დიდი ხანია ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მას დიდ გუნდში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.
ცნობილია, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი ბრიტანულ კლუბთან კონტრაქტს მომდევნო კვირას გააფორმებს.