დღეს, "ბაიერნმა" საკუთარ ბაზაზე ბოლო ვარჯიში ჩაატარა და პირდაპირი რეისით ამერიკაში გაემგზავრა.
იულიან ნაგელსმანის გუნდი შტატებში 2 ამხანაგურ მატჩს - "დისი იუნაიტედის" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავს.
30 ივლისს კი "ბაიერნი" გერმანიის სუპერთასზე "ლაიფციგს" დაუპირისპირდება.