უკვე დიდი ხანია იწერება, რომ "ლაიფციგის" ნახევარმცველი კორნად ლაიმერი "ბაიერნის" ინტერესის ქვეშაა.
მეტიც, რეკორდმაისტერის რიგებში თამაში თავად ფეხბურთელის დიდი სურვილიცაა.
"ბაიერნმა" "ლაიფციგს" ლაიმერის ტრანსფერზე ერთი შეთავაზება უკვე გაუკეთა, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
დღეს კი საქმეში ოლივერ კანი ჩაერთო, რომელმაც ფეხბურთელსაც დაურეკა და კლუბის ხელმძღვანელობასაც და განუცხადა, რომ მზად არიან მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.