მოგეხსენებათ, "ბაიერნმა" დღეს გეზი ამერიკისკენ აიღო, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
ტრავმის გამო გუნდს ლეონ გორეცკა გამოაკლდა, რომელსაც მარცხენა მუხლზე პრობლემები აქვს და ექიმების ჩარევა გახდა საჭირო.
ცნობილია, რომ გორეცმა რეკორდმაისტერის მიერ გასამართ ორივე ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს.
იულიან ნაგელსმანის გუნდი ჯერ "დისი იუნაიტედს", შემდეგ კი "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.