ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი მატიას დე ლიხტი კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს.
ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ, დე ლიხტმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"როცა ბაიერნის შემოთავაზება მივიღე, ძალიან გახარებული ვიყავი, ბევრი არ მიფიქრია, რადგან ვიცი, რა დიდი კლუბიცაა ბაიერნი.
ქალაქი საკმაოდ ლამაზია, სიმწვანეებითაა სავსე და ჰოლანდიასაც ჰგავს, ამიტომ ისე აღვიქვი, როგორც ჩემი სახლი", - განაცხადა დე ლიხტმა.