მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული სადიო მანე სპეციალური რეისით მაროკოში გაემგზავრა.
იქ აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს და მისი გამარჯვებული სწორედ მანე გახდა.
მანეს კონკურენტები მენდი და მოჰამედ სალაჰი იყვნენ, თუმცა ხმათა უმრავლესობა სენეგალელმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ სადიო მანე აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი მეორედ გახდა.