უკვე რამდენიმე კვირაა "ლაიფციგის" ნახევარმცველის კორნად ლაიმერის მომავალს "ბაიერნს" უკავშირებენ.
კლუბმა ლაიმერის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება უკვე გააკეთა, თუმცა "ლაიფციგი" 30 მილიონ ევროს ითხოვს.
გერმანული მედიის ცნობით, "ბაიერნმა" "ლაიფციგის" ხელმძღვანელობას შეუთვალა, რომ ისინი მზად არიან 23 მილიონი ევრო გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრანსფერი არ შედგება.
აღსანიშნავია ისიც, რომ "ბაიერნში" გადასვლა თავად ფეხბურთელის დიდი სურვილიცაა.