ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მიუნხენის “ბაიერნმა” კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა.
დადასტურდა, რომ 17 წლის ფორვარდი მატიას ტელი კარიერას “ბაიერნში” გააგრძელებს.
ტელი ფრანგულ “რენში” თამაშობდა და გასულ სეზონში 7 შეხვედრა ჩაატარა.
ცნობილია, რომ ის ახალ კლუბთან კონტრაქტს 2027
წლამდე გააფორმებს და მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდიან.