ამხანაგურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა.
"პირველ 10 წუთში ყველანაირი კონტროლი გვქონდა დაკარგული და ყველაფერი ამან გამოიწვია.
მეორე ნახევარში მოვუმატეთ, თუმცა გოლი მაინც ვერ გავიტანეთ. მუსაილას საოცარი შეხვედრა ჰქონდა", - აცხადებს ნაგელსმანი.