"დორტმუნდის" ყოფილი და "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი "ბაიერნთან" მოგებულ მატჩს აფასებს.
მოგეხსენებთ, ქალაქელებმა რეკორდმდაისტერი ამხანაგურ მატჩში სწორედ ჰალანდის ერთადერთი გოლით დაამარცხეს.
"გახარებული ვარ, რომ ზედიზედ 7 წაგების შემდეგ, ბაიერნი დავამარცხე, ეს სასიამოვნო გრძნობა იყო.
ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთული და ამავე დროს სასიამოვნოა", - განაცხადა ჰალანდმა.