ორი ამხანაგური მატჩის შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელები დღეს ისვენებენ.
მხოლოდ ორი ფეხბურთელია, ვინც კლუბის ბაზაზე მაინც გამოცხადდა და ივარჯიშა.
ახალწვეულებმა სადიო მანემ და მატიას დე ლიხტმა ინდივიდუალური ვარჯიშები ჩაატარეს.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ მატჩს “ბაიერნი” სუპერთასზე “ლაიფციგის” წინააღმდეგ გამართავს.