მოგეხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მატის ტელი კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს.
ახალგაზრდა ფორვარდმა რეკორდმაისტერთან ერთად გუშინ პირველი ვარჯიშიც გამართა.
ტელი ძირითადად მხოლოდ თავის თანამემამულეებთან, "ბაიერნის" ფრანგ მოთამაშეებთან ერთად იყო.
მან ვარჯიში ნზონზისთან, სარისთან, ლუკას ერნანდესთან და ბენჟამინ პავართან ერთად ჩაატარა.