გერმანიის სუპერთასის მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" "ლაიფციგს" დაუპირისპირდება.
მატჩის წინ კომენტარი რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა.
"კმაყოფილი ვარ ყველა ვარჯიშით როგორც ფიზიკური, ისე ტაქტიკური თვალსაზრისით. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება.
თუ რამდენად გამოიღო შედეგი ამ ვარჯიშებმა, ყველაფერი ლაიფციგთან მატჩში გამოჩნდება", - განაცხადა ნაგელსმანმა.