გერმანიის სუპერთასზე ერთმანეთს "ლაიფციგი" და მიუნხენის "ბაიერნი" დაუპირისპირდნენ.
რეკორდმაისტერმა პირველი ნახევარი დიდებულად ჩაატარა და 0:3 გაიმარჯვა. გოლები მუსიალას, მანეს და პავარის ანგარიშზეა.
მეორე ტაიმში "ლაიფციგმა" სხვაობა შეამცირა, თუმცა მალევე სერჟ გნაბრიმ მეოთხე გოლი გაიტანა.
77-ე და 89-ე წუთებზე "ლაიფციგმა" 2 გოლი გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა - "ბაიერნმა" ბოლო წუთზე კვლავ გაიტანა, 3:5 მოიგო და სუპერთასს დაეუფლა.