გერმანიის სუპერთასზე მიუნხენის "ბაიერნი" "ლაიფციგს" დაუპირისპირდა და 5:3 დაამარცხა.
რეკორდმაისტერის მხრიდან სადებიუტო გოლი გუნდის ახალწვეულმა სადიო მანემ გაიტანა.
"მისგან სწორედ ეს გვინდოდა. მანეს თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და ამტკიცებს, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ.
გარდა მაღალი კლასისა, მანე პიროვნულად იმდენად კარგი ფიგურაა, რომ ეს გუნდზეც მოქმედებს", - განაცხადა ნაგელსმანმა.