კატალონიის "ბარსელონამ" ამერიკულ ტურნეზე რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართა და სამშობლოში დაბრუნდა.
გუნდთან ერთად იყო პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკიც, რომელმაც ამხანაგურ მატჩებში ითამაშა.
ამერიკული შეკრების დასრულების შემდეგ, ის გუნდთან ერთად არ წასულა და მიუნხენში ჩაფრინდა.
ლევანდოვსკი აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს საბოლოოდ დაემშვიდობება, ხელმძღვანელობასთან კონტრაქტზე საბოლოო დეტალებს გაივლის და ბარსელონაში დაბრუნდება.