"ბაიერნიდან" წასვლის შემდეგ, პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ საბოლოო კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, დღეს ლევანდოვსკი მიუნხენში იყო და ფეხბურთელებს დაემშვიდობა.
"ჩემთვის ურთულესი დღეები დასრულდა. ამ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.
ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან დამშვიდობება ემოციური იყო, მადლობა მათ და წარმატებებს ვუსურვებ", - ამბობს ლევანდოვსკი.