ბუნდესლიგის მეორე ტურში ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და "ვოლფსბურგი" დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინ კომენტარი რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა.
"ჩვენთვის იოლი არცერთი მატჩი არ არის და გამონაკლისი არც ეს იქნება. სასიამოვნოა, რომ საშინაო კედლებში ვბრუნდებით.
შევცვლი თუ არა ტაქტიკას? ზოგადად, მწვრთნელი ტაქტიკას მაშინ ცვლის, როცა ან უკმაყოფილოა, ან ვინმე ტრავმირებულია, ჩემთან კი ამის წინა პირობა არ არსებობს", - განაცხადა ნაგელსმანმა.