ბუნდესლიგის გასულ ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ბოხუმს" დაუპირისპირდა და 7:0 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ ნაგელსმანის გუნდმა აღნიშნულ შეხვედრაში ორი ისტორიული რეკორდი დაამყარა.
კერძოდ, "ბაიერნმა" პირველ 2 გასვლით მატჩში 13 გოლი გაიტანა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.
ასევე, "ბაიერნი" გახდა პირველი გერმანული გუნდი, ვისაც 3 ტურის შემდეგ ბურთების სხვაობა 15-1-ზე აქვს.