მიუნხენის "ბაიერნმა" მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა და "ბოხუმი" 7:0 გაანადგურა.
რეკორდმაისტერის მხრიდან გამორჩეული სადიო მანე იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა.
მანე გახდა პირველი ფეხბურთელი 10 წლის შემდეგ, ვინც "ბაიერნის" მაისურით პირველ სამ ტურში სამი გოლი გაიტანა.
მსგავსი შედეგი ბოლოს წინა დეკადაში ხორვატმა ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა დააფიქსირა.